სხვადასხვა ტიპის სამუშაოს ჩატარების გამო, 26 სექტემბერს გლდანის რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თელასიდან“ აცნობეს.
კომპანიის ინფორმაციით, გლდანის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 00:00 საათიდან 08:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII კვარტლის (ნაწილობრივ) და ხიზანიშვილის ქუჩის მოსახლეობას.
ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 01:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII, VIII კვარტლების, გლდანის ხევის დასახლების და ზურა მირაქიშვილის ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.