ჯო ბაიდენმა ლუკაშენკოს „სუსტი დიქტატორი“ უწოდა და განაცხადა, რომ ტრამპი უარს ამბობს მისი ქმედებები საჯაროდ გააკრიტიკოს

აშშ-ის პრეზიდენტობის „დემოკრატი“ კანდიდატი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უარს ამბობს, საჯაროდ დააფიქსიროს აზრი ბელარუსში დემოკრატიული საპროტესტო აქციების წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიების შესახებ.

„დღემდე დონალდ ტრამპი უარს აცხადებს, ლუკაშენკას (ალექსანდრე ლუკაშენკოს) ქმედებები საჯაროდ გააკრიტიკოს ან პროდემოკრატიული მოძრაობის მიმართ პირადი მხარდაჭერა გამოხატოს“, - აღნიშნულია ჯო ბაიდენის განცხადებაში, რომელსაც სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ბაიდენი ასევე ხაზს უსვამს, რომ ბელარუსს „დიქტატორი“ მართავს, რომლის მოულოდნელი ინაუგურაცია, „სამარცხვინო ცერემონია“, ოთხშაბათს გაიმართა.

„პრეზიდენტი, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს შიშით ემალება, უარს აცხადებს ხალხის სურვილი მიიღოს, სუსტი, არალეგიტიმური ავტოკრატია და არა ძლიერი ლიდერი”, - აღნიშნულია ბაიდენის განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო:ჯო ბაიდენმა ლუკაშენკოს „სუსტი დიქტატორი“ უწოდა და განაცხადა, რომ ტრამპი უარს ამბობს მისი ქმედებები საჯაროდ გააკრიტიკოს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა