შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა მუშაობის 6-თვიანი ანგარიში წარადგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასა და არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დეპარტამენტის მუშაობის 6-თვიანი ანგარიში წარუდგინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინსტროდან აცნობეს, ღონისძიება ონლაინ ფორმატში მიმდინარეობდა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა გახსნა.

“დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს დეპარტამენტის მიერ 2020 წლის პირველ ნახევარში განხორციელებული ისეთი აქტივობები გააცნეს, როგორიცაა: ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა, არასრულწლოვანთა მიერ და მიმართ ჩადენილი დანაშაულები, ტრეფიკინგი, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, საანგარიშო პერიოდში, არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს შექმნის ფაქტზე და აღნიშნული დანაყოფის შესაძლებლობების განვითარების მნიშვნელობაზე. ამასთან, პრეზენტაციის ფარგლებში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ და ხაზი გაუსვეს მისი გაძლიერების მნიშვნელობას. ღონისძიების დასასრულს, დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ისაუბრეს სამომავლო გეგმების შესახებ, რის შემდეგაც დისკუსია გაიმართა.

დისკუსიის ფარგლებში, ონლაინ შეხვედრის მონაწილეებს საშუალება მიეცათ მათთვის აქტუალურ საკითხებზე შეკითხვები დაესვათ და პასუხები მიეღოთ. დეპარტამენტი კვლავ აქტიურად განაგრძობს მუშაობას და თანამშრომლობას სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, როგორც გამოძიების ხარისხის გაზრდის, ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო