თინა ბოკუჩავას განცხადებით, “გირჩთან” არანაირი დაპირისპირება არ არის „ნაცმოძრაობა“ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატს არ დააყენებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, “გირჩსა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობს.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს არ დააყენებს.

“არ არსებობს დაპირისპირება. შეიძლება იყოს მწვავე დისკუსია და მწვავე მსჯელობა იმიტომ, რომ ყველას გვაქვს განსხვავებული აზრის უფლება. ჩემი აზრით, ეს არის ნორმალური. არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. ამ არჩევნებში შევდივართ ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად, ამ არჩევნებში შევდივართ იმისთვის, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვოს და შემდეგ მოახდინოს დემოკრატიული მთავრობის ფორმირება, რომელიც ჩაანაცვლებს ბიძინა ივანიშვილის რვაწლიან რეჟიმს, რომელმაც სიღატაკის გარდა არფერი მოუტანა ჩვენს ქვეყანას”,- განაცხადა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის საერთო კანდიდატი „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეა. მის განცხადებას, რომ აღნიშნულ ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების მხარდაჭერა არ სჭირდება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის უკმაყოფილება მოჰყვა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” დიდუბე- ჩუღურეთის რაიონში თავის კანდიდატს დააყენებდა, რასაც პარტიის წევრები არ ადასტურებენ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო