სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით 26 სექტემბერი ხარკოვის რეგიონში გლოვის დღედ გამოცხადდა.
მომხდართან დაკავშირებით უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმის წარმოება ფრენის წესებისა და მისთვის მომზადების დარღვევის ფაქტზე დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კატასტროფა, სავარაუდოდ, ეკიპაჟის შეცდომამ გამოიწვია.
შეგახსენებთ, გუშინ უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 25 ადამიანი დაიღუპა. Antonov-26-მა კატასტროფა ხარკოვის რეგიონში განიცადა. თვითმფრინავის ბორტზე სულ 27 ადამიანი იმყოფებოდა. დაღუპულთა უმეტესობა ივან კოჟედუბას სახელობის საჰაერო ძალების უნივერსიტეტის კურსანტები არიან.