გურიაში 46 წლის მამაკაცი შვილზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს

გურიაში 46 წლის მამაკაცი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინიტროდან აცნობეს.

როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა მამაკაცმა, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკურად იძალადა მეორე შვილზე.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული შ.შ., ოჯახში ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულში მცხოვრებმა ბრალდებულმა მამაკაცმა, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკურად იძალადა მეორე შვილზე - 1999 წელს დაბადებულ მ.შ.-ზე.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

ამირან სალუქვაძე - მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობა გაიზარდა, საკმაოდ დაძაბული ბრძოლის მომსწრე ვიქნებით და იმედია, არჩევნების შემდეგ დასავლეთის ხელახალი დახმარება არ დაგვჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2021
ვაჟა ბერიძე - შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი დამარცხებული ჰყავს, ესაა მიხეილ სააკაშვილი. მომხდარმა აჩვენა, რომ სააკაშვილი ოპოზიციას ვერ აკონტროლებს
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის საგრანტო კონკურსის მონაწილეებს "ფინკა ბანკი" თანადაფინანსების სპეციალურ პირობებს სთავაზობს
"ჯივიესის" ახალი შენაძენი რაჭაში
„პერსონალური მენეჯერი“ - სრულიად ახალი სერვისი “პსპ დაზღვევისგან”
ხვალ გაიმართება ფორუმი მზის ელექტროსადგურის სარგებლიანობის შესახებ - „მდგრადი ინვესტიცია და ბიზნეს სარგებელი“
"ბადაგონის" გამარჯვება საერთაშორისო კონკურსზე
განათლების ვირტუალური გამოფენა საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულთათვის
"ლიბერთი ბანკისა" და "ევექსი კლინიკების" პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური ხდება
დისტანციური ავტოსესხი „ემბისისგან“ - ინოვაციური სერვისი ქართულ მიკროსაფინანსო ბაზარზე