შატილის გზაზე ავარიის შედეგად დაშავებული 3 პაციენტიდან ერთმა კლინიკა უკვე დატოვა, 2 კი დღეს დატოვებს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის განცხადებით, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი პაციენტიდან ერთმა კლინიკა დატოვა.

როგორც ლალი ტურძელაძე „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს, დანარჩენი ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და კლინიკას, სავარაუდოდ, დღეს დატოვებენ.

შეგახსენებთ, 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.

იხილეთ ვიდეო:შატილის გზაზე ავარიის შედეგად დაშავებული 3 პაციენტიდან ერთმა კლინიკა უკვე დატოვა, 2 კი დღეს დატოვებს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა