“ფაუერჩაინა/სინოჰიდრო” - კომპანია საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაგრძელებას გეგმავს

კომპანია POWERCHINA/Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო) ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით საქართველოს მთავრობასთან თითქმის 11 წელია თანამშრომლობს. 6 წარმატებით განხორციელებული პროექტის შემდეგ, კომპანია მალე ახალი გზის რეკონსტრუქციაზე დაიწყებს მუშაობას და ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის 42 კმ-იანი მონაკვეთის პროექტს აიღებს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” კომპანია “სინოჰიდროდან” აცნობეს.

მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობიდან გამომდინარე, კომპანიაში POWERCHINA/Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო) არ გამორიცხავენ, რომ შესაძლებლობის გაჩენისთანავე საქართველოს მთავრობასთან კვლავ ითანამშრომლონ.

„ამ ტიპის ტენდერებში მონაწილეობისას, მნიშვნელოვანია რამდენიმე გარემოება, მათ შორის, გამოცდილება, კვალიფიკაცია, და რაც მთავარია, რესურსი, თუ რამდენად შეუძლია კომპანიას ამა თუ იმ პროექტის შესრულება. სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით შეირჩა საერთაშორისო ტენდერში კომპანია POWERCHINA/Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო),“ - განაცხადა კომპანიის იურიდიულმა მრჩეველმა გიგა კვერენჩხილაძემ.

მისი თქმით, კომპანიას აქვს საკმარისი გამოცდილება და ცოდნა იმისათვის, რომ ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტს გაუმკლავდეს და ასევე, POWERCHINA/Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო)-ს აქვს რესურსი, რომ მაღალი ხარისხით შესრულებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები დათქმულ ვადაში ჩააბაროს.

„ამ ტიპის და ამ მასშტაბის სამუშაოებზე, რასაც როგორც წესი ვახორციელებთ, დამკვეთი შეიძლება იყოს სახელმწიფო, ან საერთაშორისო ორგანიზაცია. შესაბამისად, ეს მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებულილ. თუ ამ ტიპის საერთაშორისო ტენდერი კვლავ გამოცხადდება და ჩვენი კომპანია ჩათვლის, რომ შეუძლია ამ ტენდერში მონაწილეობის მიღება და გარკვეული პროექტების შესრულებაზე პასუხისმგებლობის აღება, ცხადია, მოხარულები ვიქნებით, კიდევ ვითანამშრომლოთ საქართველოს მთავრობასთან,“ - აცხადებს გიგა კვერენჩხილაძე.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება