ანზორ ბიწაძე - ამ არჩევნებზე შემდეგი პრობლემები გვექნება: ადამიანების მოსყიდვა, დაშინების მცდელობა, კრიმინალის ჩართვა პოლიტიკაში, რასაც ოპოზიცია არ დაუშვებს

„ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ანზორ ბიწაძის განცხადებით, ოპოზიცია ერთიანია და მოახერხებენ არჩევნებზე ერთმანეთის ხმები დაიცვან.

როგორც ბიწაძემ ამომრჩეველთა ხმების დაცვის გაერთიანებული შტაბის სხდომის შემდეგ განაცხადა, არჩევნებზე ძირითადი პრობლემები მმართველი გუნდის მხრიდან პანდემიით მანიპულირება, ადამიანების დაშინება და პოლიტიკაში კრიმინალების ჩართვა იქნება.

„ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ არანაირი პარტიული კუთვნილება არ აქვს ადამიანების ჩაგვრას, დაშინებას, მოსყიდვას, მანიპულაციას. როგორი იმედებიც არ უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას დამყარებული რაიმე გზაზე ამ მიზნის მისაღწევად, მოვახერხებთ, რომ დავიცვათ ერთმანეთის ხმები, დავიცვათ ერთმანეთი მოსყიდვისგან, დავიცვათ ერთმანეთი ადამიანების დაშინებისგან და იმ უხეში მეთოდების გამოყენებისგან, რომლითაც დაკავებულია „ქართული ოცნება“. ფაქტია, რომ ამ არჩევნებზე გვექნება შემდეგი პრობლემები - პანდემიით მანიპულირება, ადამიანების მოსყიდვა, დაშინების მცდელობა, კრიმინალის ჩართვა პოლიტიკაში, რასაც ოპოზიცია არ დაუშვებს. ოპოზიცია რჩება ერთიანი იმ მთავარი გენერალური მიზნის მისაღწევად, რასაც ჰქვია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვება და ამის მისაღწევად აუცილებლად დავიცავთ ერთმანეთის ხმებს, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა“,- განაცხადა ბიწაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს