ვატო სურგულაძის განცხადებით, ლარის კურსის ვარდნამ მედიკამენტებზე ფასების კატასტროფულად ზრდა გამოიწვია

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ვატო სურგულაძის განცხადებით, ლარის კურსის ვარდნამ მედიკამენტებზე ფასების კატასტროფულად ზრდა გამოიწვია.

როგორც ვატო სურგულაძე აცხადებს, ფასები თითქმის ყველა სახის მედიკამენტზეა გაზრდილი.

„კორონავირუსმა, მგონი დაგვავიწყა, რომ არსებობს სხვა დაავადებები, რომლითაც დასნეულებულები არიან ჩვენი მოქალაქეები. ჯანდაცვის სამინისტრო პრაქტიკულად გადაიქცა კორონავირუსის სამინისტროდ, სამწუხაროდ, იქაც არ გვაქვს საქმე კარგად.

გვავიწყდება, რომ ძალიან ბევრ ადამიანს სჭირდება მედიკამენტები ქრონიკულად, ყოველდღიურად და ყოველთვიურად. ეკონომიკურმა მდგომარეობამ, განსაკუთრებით ლარის კურსის ვარდნამ გამოიწვია ის, რომ მედიკამენტები გაძვირდა პრაქტიკულად კატასტროფულად, 35%-იანი ზრდა გვაქვს. ათი ათასობით ადამიანი დგება გადაწყვეტილების წინაშე, მედიკამენტი იყიდოს თუ საკვები. ყველა მედიკამენტზე არის ფასი მომატებული“,-განაცხადა ვატო სურგულაძემ.

მისივე განცხადებით, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობისთვის აუცილებელია შესაბამისი თანხების გამოყოფა და პოლიტიკური ნება.

„პირველ რიგში, რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის პირობითად უფასო მედიკამენტების პროგრამა, რომელიც არსებობს უნდა მოხდეს სწორი და ეფექტური მართვა. იმ ხალხმა, ვინც დაკარგა სამუშაო და აღარ აქვს საშუალება შეიძინოს მედიკამენტი აუცილებლად უნდა ჩაერთოს უფასო მედიკამენტების პროგრამაში, მარტო კორონავირუსი არ არის. მედიკამენტის ყიდვა -არყიდვაზე არ უნდა იდგეს საკითხი. სასწრაფოდ უნდა მოხდეს ამ პრობლემის გადაჭრა, იქნება პოლიტიკური ნება, შესაბამისი თანხები გამოიყოფა და ამ პრობლემა ძალიან მოკლე პერიოდში მოგვარდება“,-განცხადა სურგულაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა