სერგო რატიანი ჭიათურის მერის გადადგომას მოითხოვს

“ევროპულმა საქართველომ” ჭიათურიის მერიიის წინ აქცია გამართა. საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის ოლქში “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატის, სერგო რატიანის თქმით, დღეს ჭიათურის მერიაში არის მრავალი კორუფციული სქემა, რომელიც დაკავშირებულია ჭიათურის მერთან.

მისი თქმით, “ევროპული საქართველოს” მოთხოვნაა, რომ ჭიათურის მერი, გივი მოდებაძე გადადგეს.

„დღეს ჭიათურის მერიაში არის კორუფცია და ეს ქალაქი უნდა განთავისუფლდეს ამ ადამიანებისაგან. დღეს ვერ მოიგებ ტენდერს, თუ არ ხარ ან კლანის წევრი, ან პარტიის შემომწირველი. 40 მილიონია დახარჯული და საბაგირო ჯერ კიდევ არ არის დამთავრებული, მაშინ როდესაც არის მძიმე ეკონომიკური კრიზისი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება იპარავს საერთაშორისო დონორებისაგან მიღებულ თანხას, გადასახადების გადამხდელების თანხას. “ევროპული საქართველო” მოითხოვს, რომ გადადგეს ჭიათურის მერი, რათა დამთავრდეს ამ ქალაქში კორუფცია, ნეპოტიზმი, კლანური მმართველობა და ხალხის ფულის მოპარვა. საჩხერესა და ჭიათურაში ადამიანებზე ზეწოლა ხორციელდება, ხდება მათი დაშინება, რომ არ დაუჭირონ მხარი ოპოზიციურ ძალებს. ამ მძიმე კორუფციას, ნეპოტიზმს და სოციალურ გაჭირვებას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, რომელიც აუცილებლად მოვა 31 ოქტომბერს“, -განაცხადა სერგო რატიანმა.

იხილეთ ვიდეო:„ევროპულმა საქართველომ“ ჭიათურიის მერიასთან აქცია გამართა

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს