„თავისუფალმა საქართველომ“ სამეგრელოს რეგიონში მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა

„თავისუფალი საქართველოსთვის“ ზუგდიდი ერთ-ერთი სტრატეგიული ოლქია. ამ ქალაქში ჩვენ, პრაქტიკულად არცერთი არჩევნები არ გამოგვიტოვებია, გამონაკლისი არც წლევანდელი წელი იქნება“,- განაცხადა „თავისუფალმა საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ

მისი თქმით, პარტიული სტრუქტურები ეფექტურად ვითარდება, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონალური მასშტაბით.

„სამეგრელოს რეგიონში ბოლო რამდენიმე წელია რაც ჩვენს რეგიონალურ ოფისს ზურაბ ჯინჯოლავა წარმატებით ხელმძღვანელობს. ამ წლების განმავლობაში არაერთი სასიკეთო ცვლილება განხორციელდა, ამიტომაც დღეს, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ზურაბ ჯინჯოლავას ვასახელებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტია მინიმუმ სამმაგად გააუმჯობესებს იმ შედეგებს, რაც წინა არჩევნების დროს ზუგდიდში აჩვენა და რაც მთავარია, თავად ზუდგიდელებს მოგცემთ იმის საშუალებას, რომ თქვენ ამ ქალაქის ადგილობრივი მკვიდრი აირჩიოთ, ვინაიდან ცნობილია, რომ ძირითადად, სხვა პარტიებისგან, მაჟორიტარებად, აქ არაზუგდიდელები არიან დასახელებული“,- განაცხადა ზუგდიდის ცენტრში შეკრებილი მხარდამჭერების წინაშე კახა კუკავამ.

დღესვე „თავისუფალმა საქართველომ“ კიდევ ერთი მაჟორიტარი კანდიტატი დაასახელა. კახა კუკავას თქმით, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილის, აბაშას ოლქში დეპუტატობისთვის გოჩა ბახია იბრძოლებს.

„ოლქში დეპუტატობისთვის გოჩა ბახია იბრძოლებს, ადამიანი, რომელიც ეროვნული მოძრაობიდან მოდის. ბატონი გოჩა, ზვიად გამსახურდიას ერთგული თანამებრძოლი იყო, რომელიც პირველი პრეზიდენტის ხელისუფლების დროს ეროვნულ გვარდიას ედგა სათავეში. ჩვენ ვაგრძელებთ ეროვნული ხელისუფლების სტრატეგიულ პოლიტიკურ კურსს, ამიტომაც ჩვენ მიერ დასახელებული კანდიდატი 2020 წლის არჩევნებში, „თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი გამორჩეული სახე იქნება. საზოგადოების მხრიდან შესაბამისი არჩევანის შემთხვევაში, გოჩა ბახია იქნება ხალხის ხმა პარლამენტში, რომელსაც სიმართლისთვის ბრძოლა არ ესწავლება, ხოლო მისი გამოცდილება და ერთგულება ყველა პატრიოტისთვის საამაყო და მისაბაძია“,- აღნიშნა კახა კუკავამ.

ინფორმაციას „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს