რუსეთში კორონავირუსის 7 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 169 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 7 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1 143 571-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კორონავირუსით რუსეთში კიდევ 169 ადამიანი გარდაიცვალა და ლეტალური შემთხვევების რიცხვი, საერთო ჯამში, 20 225 -მდე გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში კოვიდ 19-სგან 940 150 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულების რაოდენობით, აშშ-ს, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ რუსეთი მეოთხე ადგილზეა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო