"სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ - პროკურატურამ ჩვენი მიმართვის საფუძველზე ბოლნისის საკრებულოს წევრის ვუგარ ისაევის წინააღმდეგ საქმე აღძრა

პროკურატურამ „მთავარი არხის“ ჟურნალისტზე ჯეიხუნ მუჰამედალიზე განხორციელებული მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო“,-ამის შესახებ ინფორმაციას ,,სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ,,სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის მიმართვის საფუძველზე ბოლნისის საკრებულოს წევრის, ვუგარ ისაევის წინააღმდეგ საქმე აღძრა.

„ სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-მა 17 სექტემბერს მიმართა გენერალურ პროკურატურას და მოითხოვა გამოძიების დაწყება ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურში, 16 სექტემბერს მომხდარ ფაქტზე, სადაც „მთავარი არხის“ ჟურნალისტს ჯეიხუნ მუჰამედალის, ბოლნისის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ვუგარ ისაევი დაემუქრა და ხელი შეუშალა, ოპოზიციური პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის კახა ოქრიაშვილის მოსახლეობასთან შეხვედრის გაშუქებაში.

გენერელურმა პროკურატურამ ჩვენი მიმართვის საპასუხოდ გვაცნობა, რომ 16 სექტემბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ბოლნისის რაიონის სამმართველოში დაიწყო გამოძიება მუქარის ფაქტზე სისხლის სამართლის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღნიშნული მისასალმებელია, იმედი გვაქვს გამოძიება ობიექტურად წარიმართება და პროკურატურა აღნიშნულ საქმეს სწორ კვალიფიკაციას მიანიჭებს. ჩვენ ბოლომდე დავაკვირდებით ამ პროცესს, რათა დამნაშავე პირი სათანადოდ დაისაჯოს“ - ნათქვამია ,,სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა