დონალდ ტრამპი - ნაკლებად სავარაუდოა, გამარჯვებულის ვინაობა არჩევნების ღამით გაიგოთ, შესაძლოა ამას თვეები დასჭირდეს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ფოსტის საშუალებით ხმის მიცემის გამო 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულის ვინაობა შესაძლოა, რამდენიმე თვის განმავლობაში არ გახდეს ცნობილი.

მისივე თქმით, ურჩევნია სწრაფად გაიგოს, გაიმარჯვა თუ დამარცხდა არჩევნებში, ვიდრე საარჩევნო ბიულეტენების მოსვლას დაელოდოს.

“მიყვარს ტელევიზორის ყურება და „გამარჯვებული არის...“ მოსმენა, მაგრამ ამ დომხალის გამო, ეს შესაძლოა თვეების განმავლობაში ვერ მოისმინოთ. ნაკლებად სავარაუდოა, გამარჯვებულის ვინაობა არჩევნების ღამით გაიგოთ, შესაძლოა ამას თვეები დასჭირდეს,“- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი ფოსტით ხმის მიცემის პროცედურის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს. ტრამპის საარჩევნო შტაბმა ფოსტით ხმის მიცემის აკრძალვის მიზნით რამდენიმე შტატის სასამართლოში სარჩელები შეიტანა.

იხილეთ ვიდეო:ნაკლებად სავარაუდოა, გამარჯვებულის ვინაობა არჩევნების ღამით გაიგოთ, შესაძლოა ამას თვეები დასჭირდეს - დონალდ ტრამპი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა