ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ დავით ფურცხვანიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ დავით ფურცხვანიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

როგორც ფურცხვანიძის ადვოკატი ნოდარ მესხი „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.

„ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 369-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 370-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც გულისხმობს ყალბი მტკიცებულების გადაცემას და ცრუ ჩვენების მიცემას შესაბამისი ორგანოსათვის. ბრალდებული კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას იყენებს“, - განაცხადა მესხმა.

მისივე თქმით, დავით ფურცხვანიძე არა მიმალვას, არამედ ამერიკაში მივლინებით წასვლას გეგმავდა.

„ბატონი დავითის კომპანია, რომელიც მას აქვს, მუშაობს საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილ საქმეებზე, აწარმოებს მის მოკვლევას და შემდეგ მის გავრცელებას. ამრიკაში მივლინებით მიდიოდა, რაც არ განსხვავდებოდა სხვა მსგავსი მივლინებებისგან. მას რამდენიმე გასვლა ჰქონდა, უნდა წასულიყო, რაღაც მასალებს მოიპოვებდა და უკან რამდენიმე დღეში ჩამოვიდოდა“, - განაცხადა მესხმა.

დავით ფურცხვანიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, ის დავით ფურცხვანიძის აღკვეთის გარეშე დატოვებას მოითხოვს და არ გამორიცხავს, სასამართლოს ალტერნატივის სახით გირაოც შესთავაზოს.

ცნობისთვის, დავით ფურცხვანიძეს, რომელმაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველ მიხეილ რამიშვილს სატელიტური ფოტოები მიაწოდა, გუშინ, მტკიცებულების ფალსიფიკაციის და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, ცრუ ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით დააკავეს.

თავად დავით ფურცხვანიძე აცხადებდა, რომ ის ამერიკის შეერთებულ შტატებში თამარ ბაჩალიაშილის საქმეზე ალტერნატიული ექპერტიზის ჩასატარებლად მიემგზავრებოდა.

იხილეთ ვიდეო:ე.წ. სატელიტური ფოტოების საქმეზე დაკავებული დავით ფურცხვანიძე დუმილის უფლებას იყენებს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო