26 სექტემბერი უკრაინაში გლოვის დღედ გამოცხადდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ხარკოვში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 26 სექტემბერი უკრაინაში გლოვის დღედ გამოაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„2020 წლის 25 სექტემბერს საწვრთნელი ფრენების დროს An-26 სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით და ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად ვიღებ გადაწყვეტილებას: 2020 წლის 26 სექტემბერი უკრაინაში გლოვის დღედ გამოვაცხადო", - ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში.

დოკუმენტის თანახმად, გლოვის დღეს სახელმწიფო დროშები სამთავრობო შენობებზე, ადგილობრივი მთავრობების, სახელმწიფო დაწესებულებების, ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების შენობებზე მთელი უკრაინის მასშტაბით დაშვებული უნდა იყოს. უნდა გადაიდოს ყველა გასართობი და საკონცერტო ღონისძიება, ტელე და რადიო პროგრამებში კი შესაბამისი ცვლილებები უნდა განხორციელდეს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო