გიორგი გახარია - ღრმად დამწუხრებული ვარ უკრაინის სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის გამო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უკრაინაში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო ღრმა მწუხარებას გამოხატავს და დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს სამძიმარს უცხადებს.

„ღრმად დამწუხრებული ვარ უკრაინის სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფით, რომელსაც ბორტზე მყოფი ადამიანების, მათ შორის საავიაციო სკოლის სტუდენტების სიცოცხლე ემსხვერპლა. გულწრფელად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, დაშავებულებს კი სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

შეგახსენებთ, გუშინ სამხედრო თვითმფრინავმა Antonov-26-მა უკრაინაში, ხარკოვის რეგიონში, კატასტროფა განიცადა. ბორტზე მყოფი 27 მგზავრიდან 26 გარდაიცვალა. აქედან 25 - შემთხვევის ადგილზე, ერთი კი დღეს საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში დაიღუპა. ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება ერთი კურსანტი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ბორტზე ივან კოჟედუბას სახელობის საჰაერო ძალების უნივერსიტეტის კურსანტები და თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ. პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ 2020 წლის 26 სექტემბერი უკრაინაში გლოვის დღედ გამოაცხადა.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო