ვლადიმერ ზელენკსიმ სამხედრო ჰოსპიტალში ავიაკატასტროფისას  გადარჩენილი კურსანტი მოინახულა

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი სამხედრო ჰოსპიტალს ესტუმრა და ხარკოვის რეგიონში მომხდარი ავიაკატასტროფისას გადარჩენილი კურსანტი მოინახულა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ვიაჩესლავ ზოლოჩევსკის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

დაშავებული კურსანტი პრეზიდენტთან ერთად ხარკოვის რეგიონის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსეი კუჩერმაც მოინახულა. მისი თქმით, ვიაჩესლავ ზოლოჩევსკი მათ გაესაუბრა და აღნიშნა, რომ „ყველაფერი ისე მოხდა, როგორც კომპიუტერულ თამაშში.“

შეგახსენებთ, გუშინ სამხედრო თვითმფრინავმა Antonov-26-მა უკრაინაში, ხარკოვის რეგიონში, კატასტროფა განიცადა. ბორტზე მყოფი 27 მგზავრიდან 26 გარდაიცვალა, აქედან ერთი დღეს დილით საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში დაიღუპა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა