ფიქრია ჩიხრაძე - ხელისუფლებამ სოციალური საცხოვრისი, მისი ბინადრებისთვის, სოციალურ ჩიხად აქცია

"ლელო საქართველოსთვის" სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ფიქრია ჩიხრაძე სოციალური საცხოვრისის ბინადრებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

“ლელოს” პრესსამსახურის ცნობით, პროექტი "სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყობილ გარემოში" 2008-2012 წლებში შვეიცარიის განვითარების სააგენტოსა და მერიას შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა.

როგორც “ლელოში” აცხადებენ, პროექტის მიზანი მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ უსახლკაროთა, სოციალურად დაუცველ და დევნილი მოსახლეობის გრძელვადიანი თავშესაფრით უზრუნველყოფა იყო, თუმცა 2018 წლიდან ეს საცხოვრისი მართვაში გადაეცა ააიპ თბილისის მერიის მუნიციპალურ თავშესაფარს და მას შემდეგ მის ბინადართა უფლებრივი მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა.

"ეს ადამიანები იმყოფებიან მუდმივი სტრესისა და მორალური წნეხის ქვეშ. მათ ნაწილს შანტაჟითა და მოტყუებით შეუცვალეს ხელშეკრულებები და მოუსპეს სოციალური განვითარების ყველანაირი შესაძლებლობა. ეს საცხოვრისი მის ბინადართა ცხოვრებისეული პირობების გასაუმჯობესებლად, მათი რესოციალიზაციისთვის და გასაძლიერებლად შეიქმნა და ერთადერთი, რაც მათ გაუძლიერდათ, არის დაუცველობის განცდა და საცხოვრისის დაკარგვის ყოველდღიური შიში.

ამ მაგალითზე თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანას არ აქვს სოციალური პოლიტიკა, საბინაო პოლიტიკა და რაც აქვს, ისიც გააუარესა და ჩიხად აქცია", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა