მინი-ფეხბურთში ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა

თბილისში, მუშტაიდის ბაღში მდებარე სპორტკომპლექს „იმედის“ სპორტულ მოედანზე აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნის ტურნირი მინი-ფეხბურთში ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის „აფხაზეთის თასი“ ჩატარდა. ტურნირში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, გამარჯვებულები თასებითა და მედლებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა დააჯილდოვეს.

ტურნირი ამპუტანტ ფეხბურთელთა ასოციაციის ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით ჩატარდა.

ღონისძიების მიზანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული მეომრებისადმი პატივის მიგება და მათი სახელების უკვდავყოფა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო