დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა კიდევ 13 დევნილს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ხელსაწყოები და ტექნიკა გადასცა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდან აცნობეს, პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულმა დევნილებმა სახელობო იარაღები, რაც მათ საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში დაეხმარებათ, თავად შეარჩიეს.
მიმდინარე წელს, პროექტის ფარგლებში, ჯამში, 50 დევნილი დაფინანსდა. პროექტში მონაწილეობის მსურველი იძულებით გადაადგილებული პირებისთვის განაცხადების მიღების მომდევნო ეტაპი უახლოეს მომავალში დაიწყება.