გიორგი ვაშაძე-მცხეთის მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, რაც "დამსხვრეული ოცნებების პარტიის" დამსახურებაა

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე მცხეთაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ოპოზიციონერმა ლიდერმა ადგილობრივებს პარტიის სამომავლო გეგმები გააცნო.

გიორგი ვაშაძის თქმით, მცხეთის მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, რაც "დამსხვრეული ოცნებების პარტიის" დამსახურებაა.

„დღეს მცხეთის სხვადასხვა დასახლებაში შევხვდით მოსახლეობას, სადაც უმძიმესი ვითარებაა. ხალხი ვერ გრძნობს, რომ ქვეყანას ხელისუფლება ჰყავს და ვინმე ზრუნავს მათზე.

საერთოდ სხვაგან არის ხელისუფლება და სულ სხვაგან არის ხალხი. მაინტერესებს, სად წავიდა ის 5 მლრდ , რომელიც ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა კორონავირუსის დასახმარებლად გაიღეს? არც ერთი თეთრი გაჭირვებულ ოჯახებში არ მისულა, მილიონები წავიდა გახარიას, მისი მეგობრებისა და ივანიშვილთან დაკავშირებული ადამიანების ჯიბეში.

აი, ამ უსამართლობის წინააღმდეგ ვიბრძვით ჩვენ და აუცილებლად სესხის პროცენტი, რომელიც ნომერ პირველი საკითხია უნდა ჩამოიწეროს 6 თვის განმავლობაში. ამისთვის უნდა გამოვიყენოთ ის 5 მლრდ, რომელიც სტრატეგიული პარტნიორებისგან მივიღეთ.

ასევე აუცილებლად უნდა ჩამოეწეროს პენსიონერებს სესხის პროცენტი. ჩვენ დღეს მოვინახულეთ დევნილების დასახლება და როცა ჩვენ დევნილებს სათანადო ყურადღება არ ექცევა, როგორ შეიძლება საოკუპაციო ზოლს მიღმა მცხოვრებ ადამიანებს ვუთხრათ, რომ აი, ეს არის მაგარი საქართველო? პირველ რიგში, დევნილი უნდა იყოს დაფასებული და სწორედ, ეს არის გზა ტერიტორიული მთლიანობისკენ, რადგან მათ, ვინცსაოკუპაციო ზოლს მიღმა არიან იგრძნონ, რომ საქართველოს სახელმწიფო აფასებს საკუთარ მოქალაქეს და არ მიატოვებს მას გაჭირვებაში და სიღარიბეში," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა