ამირან გამყრელიძის განცხადებით, შეზღუდვითმა ღონისძიებებმა უნდა იმოქმედოს და აჭარაში თანდათან ეპიდვითარების სტაბილიზაცია უნდა მოხდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აჭარაში ინფიცირების ახალი შემთხვევების პროცენტული მაჩვენებლი ოდნავ შემცირებულია.

ამირან გამყრელიძე იმედს გამოთქვამს, რომ აჭარაში დაწესებული შეზღუდვები ეპიდვითარების სტაბილიზაციაზე იმოქმედებს.

„აჭარაში სერიოზული ზრდა 9-10 სექტემბერს იყო, როდესაც 150-160 პროცენტი ყოველდღიური ზრდა გვქონდა. დღეს ეს ტენდენცია ოდნავ შემცირებულია, დაახლოებით 110-111% ყოველდღიური ზრდა არის. სრულად ვერ დაგამშვიდებთ, მაგრამ ეს მხოლოდ მიანიშნებს, რომ ზრდის ტემპი ოდნავ შემცირებულია, ამის ტენდენცია გამოჩნდა. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ დაწესებულმა შეზღუდვითმა ღონისძიებებმა უნდა იმოქმედოს, თანდათან აჭარაში ეპიდვითარების სტაბილიზაცია უნდა გაკეთდეს“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, ეპიდემიოლოიგიური ვითარების გამო, აჭარაში 22:00 საათიდან რესტორნები დაიხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი უკვე მთლიანად შეჩერებულია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო