პროკურორი - მიგვაჩნია, რომ დავით ფურცხვანიძე საზღვარგარეთ სათანადო პირობებს შეიქმნიდა და გამოძიებას მიემალებოდა

მიგვაჩნია რომ დავით ფურცხვანიძე საზღვარგარეთ სათანადო პირობებს შეიქმნიდა და მიემალებოდა გამოძიებას“,- ამის შესახებ პროკურორმა, დავით გუმბერიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული დავით ფურცხვანიძის მიმართ პატიმრობის შეფარდებას გამოეხმაურა.

დავით გუმბერიძის განცხადებით, მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული დავით ფურცხვანიძის მიერ ახლი დანაშაულის ჩადენის მთავარი საფრთხეც გამოიკვეთა.

„მოსამართლემ სრულად გაიზიარა ჩვენი პოზიცია აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენების თაობაზე. რაც შეეხება მიმალვის საფრთხეს, ტელეფონიდან ამოვიდა ინფორმაცია კონკრეტულად იმ ფაქტზე, რომ ავიაბილეთი ჰქონდა შეძენილი და ეს პიროვნება ქვეყნის დატოვებას აპირებდა.

საჯარო სივრცეშიც მოისმინეთ მისი განმარტება, რომ ამერიკაში აპირებდა წასვლას, რათა ჩაეტარებინა ალტერნატიული ექსპერტიზა, თუმცა, რაც პროცესზე განაცხადეს, ეს გახლდათ მორიგი სამუშაო ვიზიტი, რასთან დაკავშირებიაც აპირებდა ფურცხვანიძე ქვეყნის დატოვებას. შესაბამისად, იმ საფუძვლებით, რაც ჩვენ გვაქვს, თუნდაც საზღვარაგარეთ მისი საბანკო ანგარიში, ფინანსური შესაძლებლობები, სანაცნობო წრე, რაზეც ის საუბრობდა, ჩატარებული გამოძებით მიგვაჩნია, რომ ეს პიროვნება საზღვარგარეთ სათანადო პირობებს შეიქმნიდა და მიემალებოდა გამოძიებას.

რაც შეეხება მტკიცებულებების განადგურების ნაწილს, სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი პოზიცია. აქ არის ახლი დანაშაულის ჩადენის მთავარი საფრთხე, რაც ჩვენ დავასაბუთეთ.

კონკრეტულად ის ფაქტი, რომ პიროვნება ახდენს მტკიცებულების განზრახ პირადი მოტივით ფალსიფიკაციას, ჩვენ გვაძლევს საფუძველს, რომ ეს განმეორებითაც მოხდებოდა, შესაბამისად, შეეცდება გამოძიებისთვის ხელის შეშლას, ვგულისხმობთ, რა თქმა უნდა, მხოლოდ იმ საქმეს რაზეც თვითონ არის ბრალდებული. ასევე არ არის გამორიცხული ანალოგიური ქმედება ჩაედინა სხვა სისხლის სამართლის საქმეებთან მიმართებაში“,-განაცხადა დავით გუმბერიძემ.

შეგახსენებთ, ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ დავით ფურცხვანიძეს პატიმრობა შეეფარდა.

ცნობისთვის, დავით ფურცხვანიძეს, რომელმაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველ მიხეილ რამიშვილს სატელიტური ფოტოები მიაწოდა, გუშინ, მტკიცებულების ფალსიფიკაციის და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, ცრუ ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით დააკავეს.

თავად დავით ფურცხვანიძე აცხადებდა, რომ ის ამერიკის შეერთებულ შტატებში თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ალტერნატიული ექპერტიზის ჩასატარებლად მიემგზავრებოდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა