27 სექტემბერს, ორტომეულის „უსაზღვროდ" პრეზენტაცია გაიმართება

27 სექტემბერს, 13:00 საათზე, „მზიურის" ამფითეატრში, ორტომეულის „უსაზღვროდ" პრეზენტაცია გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიება სოხუმის დაცემის დღეს მიეძღვნება და კორონავირუსის პანდემიის გამო, ღია ცის ქვეშ, რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა მწერლისა და ავტორის მიერ საკუთარი წიგნებისა და ტექსტების პრეზენტაცია და საავტორო კითხვა. კრებული ,,უსაზღვროდ" აერთიანებს 50-მდე თანამედროვე ქალი ავტორის ლექსებს, მოთხრობებს, დოკუმენტურ პროზასა და რომანებიდან ამონარიდებს აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომების თემაზე.

წიგნის იდეის ავტორები არიან ქეთევან დუმბაძე და ლელა ცუცქირიძე. შემდგენელი ლელა ცუცქირიძე.

გარეკანზე გამოყენებულია ნუკრი ფირცხალავას ნახატი. ორტომეული საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტის „ცოცხალი წიგნების" ფარგლებში, გამომცემლობა „კალმოსანის" მიერ გამოიცა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა