ახალგაზრდობის სააგენტომ სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ახალგაზრდული ფორუმი ონლაინ ფორმატში გამართა

ახალგაზრდობის სააგენტო რეგიონული ახალგაზრდული ფორუმების ციკლს აგრძელებს, რომლის ფარგლებშიც ფორუმი, რომელიც სამცხე–ჯავახეთის რეგიონს მოიცავს, ონლაინ ფორმატში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდობის სააგენტო ავრცელებს.

ფორუმის გახსნით ნაწილში, სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, ახალციხის ვიცე- მერი გურამ მელიქიძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის წარმომადგენელი ნატალია ზაქარეიშვილი და World Vision საქართველოს დირექტორი ეკატერინე გურგენაძე წარსდგნენ.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ხსენებული ფორუმების მიზანია „სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია 2025“– ის შემუშავების პროცესში ახალგაზრდების, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების უშუალოდ ჩართვა.

„ფორუმზე სააგენტომ ახალგაზრდული სტრატეგიის დოკუმენტის ამ ეტაპზე შემუშავებული ვერსია წარადგინა, რის შემდეგაც ფორუმის მონაწილე ახალგაზრდები რეკომენდაციების შესამუშავებლად თემატურ სამუშაო ჯგუფებში გადანაწილდნენ.

სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ფორუმი, რეგიონული ახალგაზრდული ფორუმების ციკლის ნაწილია, მანამდე 3 ფორუმი დასავლეთ საქართველოში გაიმართა მათ შორის:

აჭარისა და გურიის გაერთიანებული ფორუმი – ბათუმში, სამეგრელო ზემო სვანეთის ფორუმი – ზუგდიდში, იმერეთისა და რაჭა–ლეჩხუმ ქვემო სვანეთის გაერთიანებული ფორუმი – ქუთაისში.

23 სექტემბრიდან აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონული ფორუმები დაიწყო, რომელიც ქვემო ქართლის ფორუმით გაიხსნა.

ქვეყნის მასშტაბით ფორუმების დასრულების შემდეგ ახალგაზრდებისგან მიღებული რეკომენდაციები შეჯამდება და მომზადდება ანგარიში, რომელსაც სააგენტო "სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგიის 2025"-ის შემუშავებისას გაითვალისწინებს.

რეგიონული ახალგაზრდული ფორუმები ევროკავშირის პროექტის „ტექნიკური მხარდაჭერა შრომის ბაზრის საჭიროებებსა და დასაქმებაზე მორგებული ცოდნა-უნარების განვითარებისთვის“ (TA for Skills4Jobs) ასევე, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.

„სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია 2025“-ი საქართველოს პარლამენტის მიერ, სააგენტოს ჩართულობით შემუშავებული „2020–2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის“ საფუძველზე იქმნება.

დოკუმენტით, ახალგაზრდობის სააგენტო საქართველოში ევროკავშირის პროგრამის ,,Skills4jobs’’ საერთაშორისო ექსპერტის ჩართულობით ქვეყნის ახალგაზრდულ სტრატეგიას მომავალი 5 წლის მანძილზე განსაზღვრავს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს