თენგიზ ცერცვაძე - ცალკეული პირები ცდილობენ ტენდენციურად და მაქსიმალურად მუქ ფერებში წარმოაჩინონ არსებული სიტუაცია

ცალკეული პირები ცდილობენ ტენდენციურად და მაქსიმალურად მუქ ფერებში წარმოაჩინონ არსებული სიტუაცია , - აცხადებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, რომლის პოსტს ინფექციური საავადმყოფო აქვეყნებს. თენგიზ ცერცვაძის თქმით, ბოლო ორ კვირაში დაფიქსირებული COVID-19-ის შემთხვევების ზრდის მიუხედავად, საქართველო რჩება ქვეყანად, რომელიც ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებიდან ყველაზე კარგად უმკლავდება პანდემიას.

„ბოლო ორი კვირის მანძილზე საქართველოში აღინიშნება COVID-19 შემთხვევების მატება, რაც მოსალოდნელი იყო ქვეყანაში შიდა შეზღუდვების მოხსნისადა მობილობის გააქტიურების ფონზე. ნიშანდობლივია, რომ ეს მატება ყველაზე მნიშვნელოვანია აჭარის რეგიონში, რომელსაც ზაფხულში დამსვენებელთა დიდი რაოდენობა სტუმრობდა. ანალოგიური სურათია, ოღონდ გაცილებით უფრო დიდი მასშტაბებით ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში, იმდენად რომ ზოგიერთ მათგანშიაქტიურად განიხილება სერიოზული შეზღუდვების ხელმეორედ შემოღება, ხოლო ბევრისთვის სამაგალითოდ მიჩნეულმა ქვეყანამ- ისრაელმა ა.წ. 18 სექტემბრიდან სრული „ლოქდაუნი“ (ჩაკეტვა, კარანტინი) გამოაცხადა.

სამწუხაროდ, ცალკეული პირები ცდილობენ ტენდენციურად და მაქსიმალურად მუქ ფერებში წარმოაჩინონ არსებული სიტუაცია. კეთდება განცხადებები, რომ „საქართველო საუბედუროდ დაადგა კორონავირუსის გავრცელების ყველაზე უარეს სომხურ სცენარს“?!და სხვა. გაზეთ “რეზონანსის” განცხადებით კი,„საქართველოში დაფიქსირდა გარდაცვალების შემთხვევათა ნახტომისებრი ზრდა“.იქმნება შთაბეჭდილება, რომ ადამიანთა გარკვეულიკატეგორია, პასუხს თხოვს ქვეყნის ხელისუფლებას ისე, რომ არ უნდათ თვალი გაუსწორონ სინამდვილეს, თუ რა მდგომარეობაა რეალურად საქართველოში და რა ხდება დანარჩენ მსოფლიოში. ისინი შეუძლებელს ითხოვენ, რომ ერთი მხრივ, ქვეყანაში არ არსებობდეს COVID-19-ით გამოწვეული პრობლემები, მათ შორის ეკონომიკური და მეორე მხრივ, ქვეყანაში არ იყოს არანაირი შეზღუდვები და სავალდებულო რეგულაციები, განახლდეს ფრენები, ქორწილები, ქელეხები და სხვ.

ქვეყნის ხელმძღვანელობის ამოცანაა მოახდინოს პანდემიით გამოწვეული ზიანის და დანაკარგების მინიმიზაცია, რასაც ისინი დღემდე დიდი წარმატებით აკეთებენ,თან ისე რომ მინიმალური დისკომფორტი შეექმნას მოსახლეობას, ხელი არ შეეშალოს საარჩევნო კამპანიას და საკუთრივ არჩევნებს და ეს მაშინ, როცა პანდემიის გამო 2020 წლის თებერვლიდან დღემდე 70-ზე მეტმა ქვეყანამ ეროვნული თუ ადგილობრივი არჩევნების/რეფერენდუმების გადადების გადაწყვეტილება მიიღო.

ერთ პოსტში შეუძლებელია დეტალურად შევეხოთ COVID-19-ის პანდემიის ყველა ასპექტს, ამიტომ მე შევეცდები შევჩერდე მთავარზე: ყველაზე დიდი ღირებულება ადამიანის სიცოცხლეა და შესაბამისად, COVID-19-ის პანდემიასთან წარმატებით გამკლავების მთავარი საზომი არის ის, თუ როგორი ადამიანური დანაკარგით გამოვა ქვეყანა პანდემიიდან. მკრეხელობაა, როდესაც ცალკეული ადამიანები საქართველოში გარდაცვალების დღეში ერთეულ შემთხვევებს უაპელაციოდ უწოდებენ ნახტომისებურ ზრდას.

ვნახოთ, როგორია სინამდვილე: საქართველოში 26 სექტემბრისთვის სულ გვაქვს COVID-19-ით გარდაცვალების 28 შემთხვევა, რაც 10-ჯერ, 100-ჯერ და 1000-ჯერ ნაკლებია ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის სხვა ქვეყნებთან შედარებით.COVID-19-ის შემთხვევების ზრდის მიუხედავად საქართველოში გარდაცვლილთა რიცხვი შეადგენს დაავადებათა შემთხვევების მხოლოდ 0.56 პროცენტს, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში და თითქმის უტოლდება პანდემიური გრიპით გარდაცვალების მაჩვენებელს. პანდემიასთან ბრძოლაში ქვეყნის წარმატების თუ წარუმატებლობის ყველაზე მთავარი, კრებითი მაჩვენებელი - ეს არის მოსახლეობის 1 მილიონზე COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობადა მსოფლიოს(Worldometer, ჯანმო და სხვ.) ოფიციალური მონაცემებით ამ მაჩვენებლით საქართველო უპირობო ლიდერია ევროპის 49 ქვეყანას შორის. კერძოდ, საქართველოში ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე სულ COVID-19-ით 7 გარდაცვლილი მოდის, რაც ბევრად ნაკლებია, ვიდრე ევროპის და ამერიკის ქვეყნებში. ასე მაგალითად, საქართველოში მოსახლეობის ყოველ 1 მილიონზე COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 90-ჯერ ნაკლებია ვიდრე აშშ-ში, 83-ჯერ ნაკლები ვიდრე შვედეთში, 95-ჯერ ნაკლები ვიდრე ესპანეთში,88-ჯერ ნაკლები ვიდრე დიდ ბრიტანეთში, 85-ჯერ ნაკლები ვიდრე იტალიაში,69-ჯერ ნაკლები ვიდრე საფრანგეთში, 20-ჯერ ნაკლებივიდრე რუსეთში, 16-ჯერ ნაკლები ვიდრე გერმანიაში, 46-ჯერ ნაკლები ვიდრე სომხეთში, 8-ჯერ ნაკლები ვიდრე აზერბაიჯანში, 13-ჯერ ნაკლებივიდრე თურქეთში, 22-ჯერ ნაკლები, ვიდრე ისრაელში და ა.შ. და ა.შ. ანუ საქართველო ბევრად სჯობნის არამარტო ევროპის და ამერიკის განვითარებულ ქვეყნებს, არამედ განვითარებადსაც და ასე განსაჯეთ, იმ ქვეყნებსაც კი, რომლებიც მანიპულირებასა და მონაცემების გაყალბებაში არიან ეჭვმიტანილნი. ეს არის ყველაზე სარწმუნო კრებითი მაჩვენებელი, თუ როგორ უმკლავდებოდა ესა თუ ის ქვეყანა COVID-19-ის პანედემიას და მისი განსხვავებული ინტერპრეტაცია შეუძლებელია.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ COVID -19-ით ავადობის და ლეტალობის შემთხვევების ძალიან დაბალ ნიშნულს მიაღწია არა „ლოქდაუნების“ და ე.წ. „დრაკონული ზომების“ გამოყენებით, არამედ სახელისუფლებო ვერტიკალისა და ექიმების საათივით გამართული, სწორი და ეფექტიანი მუშაობით. საქართველო ხელმძღვანელობდა პრინციპით „პირველ რიგში - მოსახლეობის ჯანმრთელობა, შემდეგ - ეკონომიკა“. მაგრამ აქაც ქვეყანამ გამოავლინა კრიზისული სიტუაციის მართვის (მათ შორის ეკონომიკის მართვის) შესაშური უნარი, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ განვლილ პერიოდში საქართველოში ეკონომიკის ვარდნა არ ყოფილა იმაზე მეტი, ვიდრე ევროპის და ამერიკის უმრავლეს ქვეყნებში. ასე მაგალითად, მსოფლიო ბანკის „Global Economic Prospects”-ის ივნისის ოფიციალური მონაცემებით 2020 წლის ბოლოსთვის ევროპის ქვეყნებშიეკონომიკის მოცულობის შემცირება საშუალოდ იქნება 9.1%,აშშ-ში - 6.1%,იაპონიაში - 6.1%, ხოლო საქართველოში 4.8%. ყველაფერს დააგვირგვინებს ის ფაქტი, რომ საქართველო,დიდი ალბათობით შევა ისტორიაში, როგორც ქვეყანა, რომელმაც პანდემიის ფონზე სანიმუშოდ ჩაატარა არჩევნები.

ამდენად ბოლო ორ კვირაში დაფიქსირებული COVID-19-ის შემთხვევების ზრდის მიუხედავად საქართველო რჩება ქვეყანად, რომელიც ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებიდან ყველაზე კარგად უმკლავდება პანდემიას და ეს ცალსახად აღიარებულია მთელი მსოფლიოს მიერ“, - წერს თენგიზ ცერცვაძე.

ნანა ჩაჩუა - არჩევნების წინ არსებულ ვითარებას შევაფასებდი როგორც სიურრეალიზმს, თანაც ისეთს, როგორსაც სალვადორ დალიც კი ვერ წარმოიდგენდა
ქართული პრესის მიმოხილვა 27.10.2020
ილჰამ ალიევი იაპონურ გაზეთ Nikkei-სთან ინტერვიუში - ომის შემდეგ სომხეთს შეუძლია, აზერბაიჯანისა და თურქეთის პარტნიორი გახდეს
ირმა ინაშვილი - 8 წელია სადისტები გვასხედან თავზე (R)
Admixer - ახალი შესაძლებლობები ციფრულ მარკეტინგში
ეფექტური ლოგისტიკა, როგორც სამშენებლო ინდუსტრიის განვითარების მექანიზმი (R)
დღეიდან სილქნეტი Ispace-ის სარეალიზაციო ცენტრებში აქციას იწყებს
კავკასიის უნივერსიტეტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს