გიორგი გახარია - ჩვენი მთავარი მიზანია, რომ არჩევნები იყოს მშვიდ, წყნარ, დემოკრატიულ, ღია, ტრანსფარენტულ გარემოში და ეს ასე იქნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 31 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნები მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლების მიზანია, რომ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება უზრუნველყოს.

„მოეხსენებათ, არჩევნები ტარდება სრულიად ახალი, ბევრად უფრო დემოკრატიული პრინციპით. ამიტომ, ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ არჩევნები იყოს მშვიდ, წყნარ,დემოკრატიულ,ღია, ტრანსფარენტულ გარემოში და ეს ასე იქნება“, - განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა