აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე - ყარაბაღში არიან დაჭრილები და გარდაცვლილები

სომხეთის შეიარაღებული ძალები განაგრძობს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების ინტენსიურ დაცხრილვას ყარაბაღში. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ ხიკმეთ გაჯიევმა განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს ინფორმაციას გარდაცვლილთა და დაჭრილების შესახებ როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო პირებს შორის. მისივე ცნობით, სერიოზული ზარალი მიადგა საცხოვრებელ სახლებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.

„აზერბაიჯანის რესპუბლიკა ღებულობს კონტრშეტევით ზომებს მორიგი სამხედრო პროვოკაციის აღსაკვეთად და სამოქალაქო მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ , - განაცხადა გაჯიევმა.

მისი თქმით, აზერბაიჯანი არაერთხელ აფრთხილებდა საერთაშორისო საზოგაოებას, რომ სომხეთი ომისთვის ემზადება.

„მთელი პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე და მოვლენების შემდგომ განვითარებაზე სრულად ეკისრება სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას“ , - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა