პრემიერი ზაზა გახელაძეზე - ჩართული გვყავს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ყველა მექანიზმს ვიყენებთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ხელისუფლება ყველა ბერკეტს იყენებს იმისთვის, რომ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მოქალაქეები პატიმრობიდან გათავისუფლდნენ.

მან მედიასთან ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხზე გააკეთა კომენტარი, რომელიც ამ დრომდე პატიმრობაში რჩება.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხელისუფლება ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს და მიზანსაც მიაღწევს.

„ხელისუფლება ამ მიმართულებით უაღრესად აქტიურია. ჩვენ ჩართული გვყავს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ყველა მექანიზმს ვიყენებთ, რომელიც დღეს მთავრობის ხელშია. ეტაპობრივად თითოეულ მოქალაქესთან მიმართებით ამ მიზანს მივაღწევთ“,-განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან 11 ივლისს დააკავეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს