პრემიერი - სწორია რეკომენდაცია, რომ ხანდაზმული ადამიანები განსაკუთრებით აჭარაში, დარჩნენ სახლში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, პანდემია არჩევნებს ხელს ვერ შეუშლის, მთავარია დავიცვათ ელემენტარული რეკომენდაციები.

მისივე თქმით, მოქალაქეებმა ვირუსთან თანაცხოვრება უნდა ისწავლონ.

„პანდემია არჩევნებს ხელს ვერ შეუშლის. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მეორე ტალღა იქნება, ყოველთვის ვამბობდით, რომ ელემენტარული წესები უნდა დავიცვათ. მარტივი რამე მინდა გითხრათ დღეს განვითარებულ მსოფლიოში ვერავინ პირბადეზე, დისტანციაზე და ელემენტარულ ჰიგიენის ნორმების დაცვაზე უკეთესი პრევენცია ვირუსის გავრცელების ვერ მოიგონა და ამიტომ ეს წესები უნდა დავიცვათ და მიუხედავად, იმისა, რომ ინფიცირებულთა ზრდა გვაქვს და გვექნება კიდევაც ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ამ ვირუსთან თანაცხოვრებას. მარტივია ინფექციის გაჩერება, მარტივად შეგვიძლია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, მაგრამ ჩვენ ეს ხომ არ გვინდა - ჩვენ გვინდა, რომ განათლება გაგრძელდეს, ეკონომიკა გაგრძელდეს, პოლიტიკური პროცესი გაგრძელდეს და ამიტომ უნდა დავიცვათ ელემენტარული წესები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს და მოხუცებს მოუწოდა დარჩნენ სახლში, რადგან ისინი მაღალი რისკის მატარებლები არიან.

„ჩვენ სამწუხაროდ ქვეყანაში გვყავს საკმაოდ დიდი რაოდენობა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების. ჩვენი ოჯახების სოციალური სტრუქტურა ისეა, რომ რამოდენიმე თაობა ცხოვრობს ერთად და პირველ რიგში, უნდა გავუფრთხილდეთ მაღალი რისკის მატარებელ ჯგუფებს, მოხუცებს და ქრონიკული დაავადებების მატარებელ ადამიანებს და ალბათ, სწორი არის რეკომენდაცია, განსაკუთრებით აჭარაში, რომ ხანდაზმული ადამიანები დარჩნენ სახლში“, - განაცხადა პრემიერმა.

გარდა ამისა, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საკარანტინე სივრცეებში მდგომარეობა კონტორლდება, შეიძლება, “რაღაც გამონაკლისები იყოს, მაგრამ რეაგირება არის მომენტალური და სწრაფი და ამიტომ იქ დიდი გადახრები ვერ იქნება“.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა