მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 20 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მათ შორის 17 მართვით სუნთქვაზე იმყოფება

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა 66% აჭარას უკავშირდება.

როგორც მან ჟურანალისტებს განუცხადა, 3348 პაციენტიდან კრიტიკულად მძიმეა 20 პაციენტი, მათ შორის 17 კი მართვით სუნთქვაზეა.

„დღეისთვის ქვეყანაში დადასტურებულია კოვიდინფიცირების 5254 შემთხვევა. გამოვლინდა 294 ახალი შემთხვევა. შემთხვევების რაოდენობა დასტაბილურდა, მატება აღარ გვქონია. საერთო ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გახლავთ 1906. შესაბამისად, 3348 პაციენტი გადის ამჟამად მკურნალობას კოვიდ ცენტრებში, ასევე სასტუმროებსა და მცირე რაოდენობით გახლავთ ბინაზე დატოვებული პაციენტები. 3348 პაციენტიდან კრიტიკულად მძიმეა 20 პაციენტი, მათ შორის 17 არის მართვით სუნთქვაზე. განაწილების მხრივ 66% აჭარაშია“, - განაცხადა მარინა ენdელაძემ.

მარინა ენდელაძის განცხადებით, მათ ცენტრში მოთავსებული 34 პაციენტიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ხოლო 3-ის მძიმე.

„ჩვენს ცენტრში გახლავთ 34 კოვიდინფიცირებული, მათ შორის 3 არის ახალი. ერთ-ერთი მათგანი კრიტიკულად მძიმეა. ზოგადად, მძიმე პაციენტების რაოდენობა 3-ია“,- განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო