,,თავისუფალი დემოკრატები“ -  რუსეთი დღემდე აგრძელებს ჰიბრიდულ ომს საქართველოს და ყველა თავისუფლებისმოყვარე სახელმწიფოს წინააღმდეგ

ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები“, 27 სექტემბერს ქვეყნისათვის ამ ყველაზე მძიმე და მტკივნეულ დღეს, პატივს მივაგებთ აფხაზეთის ომში აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველო-რუსეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას და თანავუგრძნობთ მათ ოჯახებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ პრესსამსახურიდან აცნობეს.

როგორც პარტიის განცხადბაშია აღნიშნული, ომი აფხაზეთში/საქართველო ქართველთა და აფხაზთა საერთო ტრაგედიაა, რომლის შედეგადაც, 27-28 წლის წინ, ათასობით ადამიანი დაიღუპა, ასობით ათასი კი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.

„საქართველოში მომხდარი ყველა კონფლიქტი მომზადებულია საბჭოთა იმპერიის დროს და დაწყებულია საბჭოთა იმპერიის სამართალმემკვიდრე ქვეყნის - რუსეთის მიერ. რუსეთის მიზანი იყო, არის და იქნება არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მორღვევა, არამედ ქართული სახელმწიფოს დასუსტებაც.

რუსეთის ოკუპანტური მისწრაფებების კიდევ ერთი დასტურია 2008 წელს გაგრძელებული ომი - საქართველოს ოკუპაცია და შემდგომ პერიოდში მიმდინარე პროცესები - მავთულხლართები, უკანონო ბორდერიზაცია, მცოცავი ოკუპაცია.

რუსეთი დღემდე აგრძელებს ჰიბრიდულ ომს საქართველოს და ყველა თავისუფლებისმოყვარე სახელმწიფოს წინააღმდეგ.

რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე მეტის ოკუპაციას, ყოველდღიურად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. მათ შორის, ეუთოს 1999 წლის სტამბულის სამიტის გადაწყვეტილებებს და 2008 წლის 12 აგვისტოს სარკოზი-მედვედევის შეთანხმების ყველა პუნქტს.

ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები“ ყოველთვის ვიდექით და ვდგავართ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე და ძალისხმევას არ ვიშურებთ ქვეყნის დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა