ორგანზიაციამ „დევნილები დევნილებისთვის" გმირთა მემორიალთან აქცია გამართა

გმირთა მემორიალთან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებს არასამთავრობო ორგანიზაციის „დევნილები დევნილებისთვის" შეძახილებით „აფხაზეთის მთავრობა სირცხვილია!" დახვდნენ.

ისინი აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებს დევნილთა მოთხოვნების შესრულებისკენ მოუწოდებენ. მათი განცხადებით, ისინი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს ითხოვენ და აცხადებენ, რომ მათ უფლებებს არავინ იცავს.

რუსლან აბაშიძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია აქციის მონაწილეების მოთხოვნები.

"მოთხოვნა ჩვენთვის გაუგებარია, აქციის მონაწილეები აქ არიან და იმედი მაქვს, შემდგომში იქნება შესაძლებლობა, რომ გავესაუბროთ. ვერ გეტყვით, რას ითხოვდნენ", - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

მან ასევე დღევანდელი დღის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 27 სექტემბერი ერთ- ერთი ტრაგიკული დღეა საქართველოს ისტორიაში.

"ჩვენ ოკუპაციას დავუპირისპირებთ ჩვენს სამშვიდობო პოლიტიკას და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ გადავარჩინოთ აფხაზი ერის კულტურა და ენა და ამაში დიდ წვლილს შეიტანს ჩვენი მთავრობა საერთაშორისო ორგანიზატორების დახმარებით,"- განაცხადა აბაშიძემ.

ცნობისათვის, დღეს სოხუმის დაცემიდან დღეს 27 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს