სერგი კაპანაძე - ჩვენსა და სხვა პოლიტიკურ ძალებს შორის ის განსხვავებაა, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს  გარდამტეხი ცვლილებები

ჩვენსა და სხვა პოლიტიკურ ძალებს შორის ის განსხვავებაა, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ, რუსთავსა და გარდაბანში მაჟორიტარობის კანდიდატად ირმა ნადირაშვილის წარდგენისას განაცხადა.

რუსთავის მოსახლეობას ირმა ნადირაშვილი „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ წარუდგინა.

სერგი კაპანაძის თმით, ქვეყანაში არსებული მძიმე კრიზისის აღმოფხვრას სჭირდება კონკრეტული გეგმა, თუ როგორ მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები და კაპანაძის თქმით, სწორედ „ევროპული საქართველოს“ ხედვაა ზუსტი და კონკრეტული, რომელიც ქვეყანას მოუტანს ახალს შესაძლებლობებს.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ „ევროპულ საქართველოს“ რუსთავში, ირმა ნადირაშვილის სახით ჰყავს კანდიდატი, რომელიც იბრძოლებს როგორც რუსთავის, ისე მთლიანი საქართველოს უკეთესი მომავლისათვის.

„ჩვენი ამოცანა ამ არჩევნებზე არ არის მარტო ერთი ადამიანის დამარცხება, რომ დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი და გავისტუმროთ ქართული ოცნება ოპოზიციაში, ჩვენი ამოცანა არის უფრო დიდი, რომ ამ დამარცხების შემდეგ ქვეყანა შევცვალოთ უკეთესობისაკენ, რომ ამ დამარცხების შემდეგ გზა გავუხსნათ ისეთ ცვლილებებს, რომელიც თითოეული ოჯახის ცხოვრებას შეცვლის უკეთესობისაკენ , რომელიც მხოლოდ დაპირებები და სიტყვები კი არა, რეალური საქმე იქნება, რომელიც გააუმჯობესებს თითოეული მოქალაქის ცხოვრებას.

ჩვენსა და სხვა პოლიტიკურ ძალებს შორის ის განსხვავებაა, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ მოხდეს ცვლილებები. ძალიან ადვილია ილაპარაკო უბრალოდ უკეთეს მომავალზე, მდიდარ საქართველოზე, თუმცა რთულია გქონდეს ზუსტი ხედვა, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს. ჩვენ გუნდს აქვს სწორედ ეს, კონკრეტული ხედვა, იდეა, რომლის გარეშეც ცვლილებები ვერ განხორციელდება.

ბიუროკრატიული ხარჯის 2 მლრდ. ლარით შემცირება, რითაც ნაკლები ფული დარჩება მთავრობას და მეტი ფული ხალხს.

შემოსავლების დაწევა, რაც გამოიწვევს იმას,რომ მეტი ფული დარჩება ბიზნესში, მეტი ფული დარჩება ხალხს.

ამით შესაძლებელია, რომ იყოს მინიმალური 1000 ლარიანი ხელფასი და საშუალო 2000 ლარიანი შემოსავალი.

აუცილებელია უსაფრთხოება ჩვენო ოჯახებისათვის, მოქალაქეებისათვის და ევროპულ საქართველოს აქვს გამოწვევა, რომ შეამციროს კრიმინალი.

ამ ყველაფრის გაკეთებას სჭირდება კომპეტენტური გუნდი, რომელიც მოახდენს ამ რეფორმების ინიცირებას და გაიტანს მას პარლამენტში. სწორედ ასეთი გუნდია „ევროპული საქართველო“ და სწორედ ასეთი წარმომადგენელი ჰყავს „ევროპულ საქართველოს“ რუსთავში, ირმა ნადირაშვილის სახით“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა