გიორგი ვაშაძე - საქართველოს ეკონომიკა უმძიმეს ვითარებაშია - ეს არის ნათელი მაგალითი იმ ჩაფლავებული ეკონომიკური, ანტიკრიზისული გეგმის, რომელიც გახარიამ შემოგვთავაზა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკა უმძიმეს ვითარებაშია, რაც მიანიშნებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ანტიკრიზისული ეკონომიკური „გეგმა ჩაფლავდა“.

ვაშაძის თქმით, საქართველო, რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, ვისაც ბოლო პერიოდში საკუთარი ვალუტა კატასტროფულად გააუუფასურდა.

“საქართველოს ეკონომიკა უმძიმეს ვითარებაში იმყოფება. ლარის კურსი უფასურდება, 200 000 სამუშაო ადგილი დავკარგეთ, მცირე და საშუალო ბიზნესი გაკოტრებულია, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და ეს არის ნათელი მაგალითი იმ ჩაფლავებული ეკონომიკური, ანტიკრიზისული გეგმის, რომელიც გიორგი გახარიამ შემოგვთავაზა.

დღეს, მინდა ვისაუბრო ლარის კურსზე, რომელიც არის N1 პრობლემა საქართველოს მოქალაქისთვის. ლარი ყოველდღიურად უფასურდება, 450 მილიონი დოლარი ჩვენი ფული, მხოლოდ წელს დაიხარჯა იმისთვის, რომ ლარის კურსი როგორმე გამყარებულიყო და შედეგი არის ნულოვანი. დღეს 1 დოლარის ღირებულება 3.33 ლარია და კიდევ უფრო მეტად გაუფასურებას ველოდებით. ჩვენს მეზობელ ქვექნებს კურსის 1%-იანი ცდომილება აქვს მთელი წლის მანძილზე და დღესაც ასეა. საქართველოში კი ლარის კურსი 17%-ით გაუფასურდა. თუ ვინმე იტყვის, რომ ეს არის გლობალური პრობლემა, რეგიონული პრობლემა და პრობლემა, რომელიც სხვა ქვეყნებასაც აწუხებს ეს იქნება ტყუილი. ერთადერთი ქვეყანა ჩვენს რეგიონში, ვისაც კატასტროფულად გაუუუფასურდა საკუთარი ვალუტა, არის საქართველო“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მას მიაჩნია, რომ ამ კრიზისიდან გამოსასვლელად საჭიროა, გაჩნდეს მძლავრი პოლიტიკური მოლოდინი.

"ეს შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ცვლილებამ გააჩინოს და ახალი კომპლექსური, სისტემური ეკონომიკური რეფორმების ახალმა ტალღამ, სწორედ ეს გვაქვს „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდს გათვიცნობიერებული. თუ მძლავრი და ახალი რეფორმები არ დაიწყო ქვეყანაში, თუ აქტიურად არ ვიმუშავეთ ინვესტიციების მოსაზიდად, არაფერი შეიცვლება. ჩვენს მიერ წარმოდგენილია სამი პუნქტი: 1. სწრაფი, კომპლექსური და სისტემური ეკონომიკური რეფორმები; 2. ხელისუფლების ცვლილება აუცილებელია, სხვა შემთხვევაში არანაირი ნდობა და პოზიტიური განრიგი არ დაიწყება; 3. ჩვენ უნდა გადავიდეთ მულტისავალუტო რეჟიმზე (ლარი/ევრო საგადასამხდელო საშუალებად შემოღება). ამ გეგმით იქნება შესაძლებელი ლარის კურსის გადარჩენა“, - აცხადება გიორგი ვაშაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა