თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს წევრებთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„სოხუმის დაცემის დღიდან 27 წელი გავიდა. ეს დღე ჩვენს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ტრაგიკული თარიღია. ძმათამკვლელ ომს მოჰყვა ის, რომ ჩვენი მოქალაქეები თავისსავე ქვეყანაში დევნილები გახდნენ, დაიღუპა ათასობით ადამიანი. მათ ქვეყნის ერთიანობას და სამშობლოს სიყვარულს სიცოცხლე შესწირეს. დღეს ჩვენ მოვედით აქ, რათა პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს. ჩვენ ქედს ვიხრით მათი ხსოვნის წინაშე და კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ ომში დაღუპულთა ოჯახებს “ ,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა