ირმა ნადირაშვილი - მინდა ვიყო ისეთი ხელისუფლების ნაწილი, რომელიც იქნება  ადამიანების დამცველი და არა მოძალადე

მინდა ვიყო ისეთი ხელისუფლების ნაწილი, რომელიც იქნება ადამიანების დამცველი და არა მოძალადე , - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა რუსთავსა და გარდაბანში, ირმა ნადირაშვილმა წარდგენის შემდეგ განაცხადა.

ნადირაშვილი რუსთავის მოსახლეობას "ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ წარუდგინა. ირმა ნადირაშვილის თქმით, დღეს არსებულ მძიმე სოციალურ, ეკონომიკურ გაჭირვებას, უიმედობასა და უპერსპექტივობას აუცილებლად შეცვლის 31 ოქტომბრის არჩევნები. ამასთან, ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ "ევროპულ საქართველოს" აქვს კონკრეტული, გათვლილი გეგმა, თუ როგორ მოუტანოს რუსთავს გარდამტეხი ცვლილებები.

„ალბათ, ყველამ იცით, რომ ვარ რუსთავიდან, დავიბადე და გავიზარდე აქ და ჩემი პირველი გამოცდილებაც აქ, რუსთავი 2-ში დაიწყო, აქ დაიწყო ჩემი თავგადასავალი, რომელიც ამ დრომდე გრძელდება. ევროპულმა საქართველომ გადაწყვიტა, რომ მე აქ ვიბრძოლო მაჟორიტარული მანდატისათვის. ამიტომ, მე გადავწყვიტე, რომ ამ ბრძოლაში ჩავება და თქვენი იმედი მქონდეს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელიც გულისხმობს, რომ 2-ჯერ გაიზარდოს პენსია და სოციალური დახმარება, დევნილთა შემწეობები, ამისათვის კი საჭიროა გადასახადებისა და ბიუროკრარტიული ხარჯების დაწევა, რათა ბიზნესს, ხალხს დარჩეს მეტი ფული და შეიქმნას 100 000 სამუშაო ადგილი. ეს არის გათვლილი, კონკრეტული გეგმა. მე ვიზრუნებ იმისათვის, რომ ყველა სიკეთე შეეხოს რუსთავს, დავუდგები ყველა რუსთაველს გვერდში და რამდენადაც ამას შევძლებ, არ მივატოვებ არავის გაჭირვებაში. საქართველოს მომავალი პარლამენტი იქნება მრავალპარტიული, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა აღარ ივლის ერთი კაცის ჭკუაზე. ჩვენ უნდა შევცვალოთ აწმყო, მინდა ვიყო ისეთი ხელისუფლების ნაწილი, რომელიც იქნება ამ ადამიანების დამცველი და არა მოძალადე, რომელიც შეუქცევადად დააყენებს ქვეყანას ევროპულ, თავისუფალ, სამართლებრივ გზაზე. საქართველო აუციელებლად იქნება თავისუფალი ქვეყანა, სადაც იცხოვრებენ თავისუფალი ადამიანები. 31 ოქტომბერს მე ჯერა, რომ ადამიანები გააკეთებენ არჩევანს, რომელიც ამ ქვეყანას მოუტანს გარდამტეხ ცვლილებებს.“ -განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ინფორმაციას "ევროპული საქართველოს" პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა