ელენე ხოშტარია - 31 ოქტომბერი იქნება დემოკრატიული, თავისუფალი საქართველოს შექმნის დღე

ვაკისა და საბურთალოს ოლქში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის ელენე ხოშტარიას განცხადებით, არჩევნების დღე არა მანიპულაციის, უიმედობისა და ჩაგვრის, არამედ მომავლის და დემოკრატიული, თავისუფალი საქართველოს შექმნის დღე იქნება. ამის შესახებ ელენე ხოშტარიამ, რუსთავში, რუსთავისა და გარდაბნის ოლქში, პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის ირმა ნადირაშვილის წარდგენისას განაცხადა

ხოშტარიას თქმით, ირმა ნადირაშვილი ღირსეული კანდიდატია, რომელიც ყოველთვის იყო იქ, სადაც იყო ბრძოლა ქვეყნის უკეთესობისათვის.

„მიხარია, რომ დღეს კიდევ ერთხელ ვარ რუსთავში და ვარ ირმას გვერდში იმ დღეს, როდესაც ის პირობას დებს და პასუხისმგებლობას იღებს რუსთაველების წინაშე. ჩვენ ველოდებით 31 ოქტომბერს, დღეს, რომელიც მნიშვნელოვანია არა პოლიტიკოსებისათვის, არა მთავრობისათვის, არამედ ხალხისათვის. ეს არის ხალხის გადაწყვეტილების დღე. ძალაუფლების წყარო არის ხალხი და ამას აქვს მნიშვნელობა, შინაარსი და არჩევნები არის არა მანიპულაციის, მოსყიდვის, დაშინებისა და უიმედობის, არამედ მომავლის, იმედის, მშენებლობის, დემოკრატიული თავისუფალი საქართველოს შექმნის დღე.

პარლამენტი არის პასუხისმგებლიანი ინდივიდების, იდეური და მებრძოლი ადამიანების ადგილი და სწორედ ასეთია ირმა ნადირაშვილი, რაც მე მინახავს ჩემი თვალით, ადამიანების გვერდში, კორუფციასთან მებრძოლი, აცრემლებული, ადამიანების გაჭირვების გამო, მინახავს ყველა იმ ადგილას, სადაც იყო ბრძოლა ჩვენი ქვეყნის უკეთესობისათვის.

არჩევნები არის ანგარიშის ჩაბარების დღე და მე პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ჩვენმა გუნდმა ეს განკითხვის დღე უკვე გაიარა, როდესაც საზოგადოებამ გვითხრა, რომ ბევრი გაკეთებულის გარდა ბევრიც გავაფუჭეთ და ეს ჩვენ ღირსეულად მივიღეთ, დავაგროვეთ კიდევ უფრო მეტი გამოცდილება, თუმცა კარგად გავიაზრეთ რას აღარ გვაპატიებს ხალხი არასოდეს, ეს არის თავგასული, დაუბალანსებელი, ერთპიროვნული და ერთპარტიული ძალაუფლება. სწორედ ამიტომ გვსურს ჩვენ ცვლილებები, გარდამტეხი ცვლილებები, რომელიც შეცვლის ამ წრეს და ქვეყანას წაიყვანს წინ.“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა