ნინო გოგუაძე - ამ არჩევნების შემდეგ საქართველოს პარლამენტი აუცილებლად იქნება მრავალპარტიული და მრავალფეროვანი

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის რუსთავსა და გარდაბანში, ირმა ნადირაშვილის წარდგენაზე მოსახლეობას პარტიის გუნდის წევრმა, ნინო გოგუაძემ მიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოს“ პრესსამსხურიდან აცნობეს, ნინო გოგუაძემ „ევროპული საქართველოს“ მიზნებზე ისაუბრა. მისი თქმით, პარტიის მიზანია საქართველო გახდეს თავისუფალი, დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფო და სწორედ ამისთვის იბრძოლებს ირმა ნადირაშვილი რუსთავში.

მათივე ცნობით, გოგუაძემ აღნიშნა, რომ 31 ოქტომბერი მოიტანს მრავალპარტიულ პარლამენტს, რაც იქნება გარდამტეხი ფაქტორი ქვეყნის განვითარებისათვის.

„31 ოქტომბერს რუსთაველებს აქვთ შესაძლებლობა, რომ საკუთარ წარმომადგენლად საქართველოს მთავარ ინსტიტუტში აირჩიონ ირმა ნადირაშილი, ადამიანი, რომელიც ყოველთვის იბრძოდა სამართლიანობისათვის.

„ევროპული საქართველო“ არის გუნდი, რომლის მიზანია, რომ საქართველო გახდეს თავისუფალი, დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფო, სწორედ ეს არის ირმას მიზანი, თუმცა ის როგორც რუსთავის მაჟორიტარი იზრუნებს იმისათვის, რომ უკეთესი, სამართლიანი ცხოვრება გახდეს შესაძლებელი ყოველი მოქალაქისთვის.

ამ არჩევნების შემდეგ საქართველოს პარლამენტი აუცილებლად იქნება მრავალპარტიული და მრავალფეროვანი, რადგან მრავალფეროვნებაშია საქართველოს ძალაც და უნიკალურობაც.

რაც მთავარია, მრავალპარტიული პარლამენტი არავის მისცემს უფლებას, არცერთ პირს და პარტიას, რომ გაბატონდეს და თავისი ნება სურვილით მართოს ეს ქვეყანა.

ერთპარტიული დიქტატურა და ერთ პარტიაზე დაქვემდებარებული კანონი, სამართალი და კანონები დასრულდება ამ არჩევნებზე და საქართველო აუცილებლად დაადგება დემოკრატიული, თავისუფალი სამყაროს გზას.

ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევინარჩუნოთ ის კარგი რაც გვაქვს და შევცვალოთ ის, რაც გვაშორებს თავისუფალი, ცივილიზებული სამყაროსაგან. ამიტომ, 31 ოქტომბერს მოდით არჩევნებზე და მიეცით ხმა გარდამტეხ ცვლილებებს. სწორედ ამ არჩევნებით იწყება ჩვენი ქვეყნის უკეთესი აწმყო და მომავალი“, - განაცხადა ნინო გოგუძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო