ჯაბა ჯიშკარიანი - მჯერა, რომ ერთად დგომითა და მშვიდობიანი მოლაპარაკებებით, შევძლებთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებასა და გამთლიანებას

27 წლის წინ, ამ დღეს სოხუმი დაეცა.13 თვე და 13 დღე გმირულად იბრძოდნენ ჩვენი ბიჭები ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის. ამ ტრაგიკულ დღეს, უამრავმა ქართველმა გმირმა შესწირა თავი ჩვენს სამშობლოს, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, პარტია „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" წევრმა, ჯაბა ჯიშკარიანმა განაცხადა.

როგორც ჯისკარიანმა აღნიშნა, ამ ომს 10 000-ზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. 250 000 ზე მეტი ქართველი უსახლკაროდ დარჩა და საკუთარ ქვეყანაში , დევნილად იქცა. რუსეთის მიერ თავს მოხვეულმა ტრაგედიამ, ერთნაირად დაგვაზარალა ჩვენც და აფხაზებიც.

„ეს არის ტკივილი, რომელიც 27 წელია არ მოშუშებულა. მე მჯერა რომ, ერთად დგომით, მშვიდობიანი პოლიტიკითა და საერთშორისო თანამეგობრობის დახმარებით, მხოლოდ და მხოლოდ დიალოგით მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩვენ და აფხაზები აუცილებლად შევძლებთ გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენას და დავიბრუნებთ ერთიანობას.

სამწუხაროდ, დღემდე არ აქვს ქვეყანას სწორი პოლიტიკა, არა აქვს არანაირი გეგმა როგორ აღვადგინოთ მრავაწლიანი გაწყვეტილი ურთიერთობა .

მთავრობისა და ოპოზიციური პარტიების მხრიდან, ვისმენთ მხოლოდ ფასადურ ფრაზებს, რეალურად კი ნაბიჯები დღემდე არ გადადგმულა. უკვე წლებია ვხედავთ, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი არ არის შედეგიანი და ეფექტური ამ საკითხის აღმოსაფხვრელად.

საჭიროა გვქონდეს სწორი სახელმწიფო პოლიტიკა აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, სადაც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ერთსულოვანი იქნება და ერთად გადადგამენ ქვეყნის გამთლიანებისათვის საჭირო, გააზრებულ ნაბიჯებს.

მჯერა, რომ ერთად დგომითა და მშვიდობიანი მოლაპარაკებებით, შევძლებთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებასა და გამთლიანებას, დავუბრუნებთ საკუთარ სახლებს ასობით ათას დევნილსა და მივაგებთ პატივს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ამ ომს შეეწირა“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.

ინფორმაციას „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს