არჩილ თალაკვაძე - ჩვენი,  როგორც აზერბაიჯანის და სომხეთის მიმართ მეგობრული ქვეყნის ამოცანა და სურვილია, რომ სტაბილურობა, მშვიდობა და უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული

ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ამ პროცესს და იმედი გვაქვს, რომ ეს ესკალაციები დარეგულირდება ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან სომხეთ - აზერბაიჯანს შორის განვითარებული პროცესების კომენტირებისას განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ რეგიონში ვითარებაში დარეგულირდება და მშვიდი და უსაფრთხო გარემო იქნება.

"მოგეხსენებათ, ჩვენი რეგიონი გამოწვევებით არის სავსე, სამწუხაროდ, რუსეთის პოლიტიკა საუკუნეების განმავლობაში რჩება დესტრუქციული და რეგიონში არა ერთი მიმდინარე კონფლიქტი არსებობს.

რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, აქ ჩვენი საქართველოს, როგორც აზერბაიჯანის და სომხეთის მიმართ მეგობრული ქვეყნის ამოცანა და სურვილი არის, რომ სტაბილურობა, მშვიდობა და უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული", - განაცხადა თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა