თურქეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი - ვგმობთ სომხეთის მიერ აზერბაიჯანზე თავდასხმას

ანკარა მხარს უჭერს აზერბაიჯანს და გმობს სომხეთის ბოლო ქმედებებს აზერბაიჯანში. ამის შესახებ დღეს თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა იბრაჰიმ კალინმა განაცხადა.

„ჩვენ სრულად ვგმობთ სომხეთის მერ აზერბაიჯანზე თავდასხმას. სომხეთმა დაარღვია ზავი, როდესაც თავს დაესხა სამოქალაქო მოსახლეობას და კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის წინააღმდეგია. საერთაშორისო თანამეგობრობამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ეს საშიში პროვოკაციები“, - წერს თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენელი „ტვიტერის“ გვერდზე.

მისივე თქმით, შექმნილ ვითარებაში, ანკარა მხარს უჭერს ბაქოს.

ცნობისთვის, დღეს დილით სომხეთმა მთიანი ყარაბაღის არაღიარებულ რესპუბლიკაში აზერბაიჯანის მხრიდან განხორციელებული სამხედრო იერიშის შესახებ განაცხადა.

სამხედრო შეტევაში აზერბაიჯანმა სომხეთი დაადანაშაულა.

ვრცელდება ინფორმაცია დაჭრილებისა და გარდაცვლილების შესახებ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა