დონალდ ტრამპმა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი წარადგინა

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ემი კონი ბარეტი წარადგინა, რომელიც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა და კონსერვატიული შეხედულებებით გამოირჩევა.

48 წლის ბარეტი ტრამპმა თეთრ სახლში ოფიციალურ ცერემონიაზე წარადგინა. სენატის მხრიდან თანხმობის შემთხვევაში, ბარეტი გარდაცვლილი ლიბერალი მოსამართლის რუთ ბეიდერ გინსბურგის ადგილს დაიკავებს.

ცნობისთვის, აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე რუთ ბეიდერი გინსბურგი 87 წლის ასაკში 18 სექტემბერს გარდაიცვალა. იგი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობას 27 წლის განმავლობაში იკავებდა. „დემოკრატები“ ნოემბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ახალი მოსამართლის დანიშვნას ეწინააღმდეგებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო