გიგი უგულავა - აუცილებლად დადგება დრო, როდესაც აფხაზები თვითონ გააცნობიერებენ, რომ მათთვის პრაგმატულად წამგებიანი იქნება რუსეთის კოლონიად ყოფნა

აუცილებლად დადგება დრო, როდესაც აფხაზები თვითონ გააცნობიერებენ, რომ მათთვის პრაგმატულად წამგებიანი იქნება რუსეთის კოლონიად ყოფნა , -ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა ზუგდიდში, გიგი უგულავამ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

ის პარტიის ლიდერებთან ერთად ენგურის ხიდზე მივიდა და აღნიშნა, რომ დღევანდელი საქართველო ერთობისთვის მზად უნდა იყოს.

თუმცა, გიგი უგულავას თქმით, დღევანდელი მთავრობის პირობებში, თუ გარდამტეხი ცვლილებები არ მოხდა, ეს შეუძლებელი იქნება, რადგან „ივანიშვილი ამას ვერ და არ მოახერხებს“.

„დღეს სოხუმის დაცემის დღეა. უდიდესი ტკივილია მთელი საქართველოსთვის. ამავე დროს, იმის შეხსენება, რომ სანამ საქართველო არ იქნება საერთაშორისოდ აღიარებულ მიწა-წყალზე ერთიანი, მანამდე ეს ტკივილი არ გაიქარწყლებს. ამავე დროს, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ტკივილი იქითა მხარესაც არის და ჩვენ წლიდან წლამდე ვშორდებით ერთმანეთს, ვშორდებით ცხოვრების წესით, ადამიანურად და შეუძლებელია, ეს „ცივი ომის“ მდგომარეობა ასეთ პატარა ტერიტორიაზე დიდხანს გაგრძელდეს. ხელის გაწვდენით, თვალის დიაპაზონითაც ჩანს ისეთ პატარა ტერიტორიაზე ვსაუბრობთ. ამიტომ, აუცილებლად დადგება დრო, როდესაც აფხაზები თვითონ გააცნობიერებენ, რომ მათთვის პრაგმატულად წამგებიანი იქნება რუსეთის კოლონიად ყოფნა. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ის გარდამტეხი ცვლილებები, რომელიც წელს უნდა დაიწყოს იმიტომ, რომ ჩვენ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად მზად უნდა ვიყოთ გამთლიანებისთვის. ეს შესაძლებლობის ფანჯარა აუცილებლად გაჩნდება ძალიან მალე, უფრო ადრე, ვიდრე გვგონია. მთავარი იქნება, როგორ ვიქნებით ჩვენ, საქართველოს სახელმწიფო ამისთვის მზად. სწორედ ეს არის დღეს მთავარი თემა. სწორედ ეს იქნება დაღვრილი სისხლის, უდიდესი ტრაგედიის ანაზღაურება და გამოსწორება. დღევანდელი საქართველო მზად უნდა იყოს ერთობისთვის. დღევანდელი მთავრობის პირობებში, თუ გარდამტეხი ცვლილებები არ მოხდა, სამწუხაროდ, ეს ქვეყანაში შეუძლებელი იქნება, რადგან ივანიშვილი ამას ვერ და არ მოახერხებს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო