ვახტანგ გომელაურმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებთან ერთად სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. ამის შესასხებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, გმირთა მოედანზე მდებარე მემორიალთან დაღუპულთა ოჯახის წევრები და ახლობლებიც იმყოფებოდნენ.

„წელს სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში

1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა.

სოხუმისთვის ბრძოლა კი 11 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ქალაქის დაცემით დასრულდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო