ნინო ბურჯანაძე - არც ერთი ნაბიჯი არ იდგმება იმისთვის, რომ აფხაზები და ქართველები შერიგდნენ

არც ერთი ნაბიჯი არ იდგმება იმისთვის, რომ აფხაზები და ქართველები შერიგდნენ, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

მან გმირთა მოედანზე პატივი მიაგო აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას.

ბურჯანაძის თქმით, დღევანდელი დღე ტრაგიკულია ქართველებისთვის და ასევე, აფხაზებისთვის.

„მე ვფიქრობ დღეს, ქართველებისთვისაც და აფხაზებისთვისაც ერთნაირად ტრაგიკული დღეა იმიტომ, რომ თაობა დაიღუპა აბსოლუტურად ტრაგიკულ და მძიმე ომში. ყველაზე სამწუხაროა ის, რომ რამდენი წელია უკვე მე და ჩემი თანაგუნდელები აქ მოვდივართ, ვხვდებით გაუბედურებულ ადამიანებს, პატივს მივაგებთ ბიჭებს, რომელთა გვარებიც ამ კედელზეა გამოსახული, მაგრამ არც ერთი ნაბიჯი წინ არ იდგმება იმისათვის, რომ აფხაზები და ქართველები შერიგდნენ“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა