ბეთანიაში თამარ მეფისა და სალბიერის ქუჩების რეაბილიტაცია დასრულდა

ვაკის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, ამ დროისთვის, ბეთანიაში, კიდევ რამდენიმე ქუჩაზე გზის მოწყობა დასრულდა.

მათივე ინფორმაციით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა თამარ მეფისა და სალბიერის ქუჩებს, რომლებზეც ტრანსპორტის გადაადგილება პრობლემური იყო.

"თამარ მეფის ქუჩაზე გზის განახლება მოხდა, სალბიერის ქუჩაზე და ჩიხში კი, სადაც გრუნტის გზა იყო, მოეწყო საფუძველი და პირველად დაიგო ასფალტი.

საერთო ჯამში, აღნიშნული პროექტებით, 12 740 კვ. მ ფართობის გზა მოეწყო, რაზეც გამგეობის ბიუჯეტიდან 693 754 ლარი გამოიყო.

ბეთანიაში გზების მოწესრიგების პროცესი გასულ წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე, ოთხი ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია განხორციელდა. ქუჩებზე, სადაც გრუნტის გზა იყო, პირველად დაიგო ასფალტის საფარი. მოწესრიგდა ლადო ასათიანის ქუჩა და პირველი ჩიხი, მურმან ლებანიძის ქუჩა და პირველი ჩიხი, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა, გრიგოლ რობაქიძის ქუჩა. საერთო ჯამში, 9 929 კვ. მ ფართობის გზა მოეწყო. აღნიშნული ოთხი ქუჩის რეაბილიტაციის პროექტების ღირებულებამ 658 610 ლარი შეადგინა",- აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს