POWERCHINA/Sinohydro ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის, ხულო-ზარზმის მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს დაიწყებს

მალე კომპანია POWERCHINA/Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო) ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის 42 კმ-იანი მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს დაიწყებს.

95 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი, რომელსაც არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი (KFAED) აფინანსებს, ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა.

მათი ინფორმაციით, ხულო-ზარზმის მონაკვეთი უმოკლესი გზით დააკავშირებს ერთმანეთთან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას და სამცხე-ჯავახეთის რეგიონს. ასეე, განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება.

„გარდა ამისა, გზის განახლება დამატებითი სტიმული იქნება მთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის, რადგან გაიოლდება აღმოსავლეთის მხრიდან მთიანი აჭარის უდიდესი პოტენციალის მქონე კურორტ გოდერძისთან მისვლა. უხარისხო გზის პირობებში, ამ ტერიტორიაზე გადაადგილება განსაკუთრებით გართულებული იყო ზამთრის განმავლობაში. ეს ფაქტი, თავისთავად აფერხებდა როგორც ტურისტული ნაკადის მოზიდვას თბილისიდან და საქართველოს სხვა რეგიონებიდან, ასევე - უცხოელი ვიზიტორების დაინტერესებასაც. გარდა მსხვილი ტურისტული ინფრასტუქტურისა, გზის მიმდებარედ გაჩნდება მცირე ბიზნესის განვითარების საშუალებაც, რაც დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის. განახლებული გზა გაზრდის რეგინის სატრანზიტო პოტენციალსაც და მეზობელ სახელმწიფოებს ბათუმის პორტთან დაკავშირება უმოკლეს დროში შეეძლებათ. როგორც კომპანიაში POWERCHINA/Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო) აცხადებენ, სამშენებლო სამუშაოებზე, უცხოელ სპეციალისტებთან ერთად დასაქმდებიან ადგილობრივი მცხოვრებლებიც. შემოსავალთან ერთად, მშენებლობის პროცესში ისინი მიიღებენ რთულ ლანდშაფტურ პირობებში ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელების გამოცილებას. ეს კი, გაზრდის მათ კონკურენტუნარიანობას სამომავლოდ რეგიონში დაგეგმილ პროექტებში დასაქმების პერსპექტივის მხრივ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო